რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ზუსტად ერთი დღე რჩება - უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. დაშავებულია ერთი ადამიანი, მინიმუმ ორი კი - შენობის ნანგრევებშია მოყოლილი.
აფეთქებების ხმა ისმოდა კიევსა და მარიუპოლში. კვლავ ინტენსიური ბრძოლებია ბახმუტში. 2 ადამიანი ემსხვერპლა იერიშებს დონეცკში. არიან დაშავებულები. თავდასხმა იყო ხერსონშიც, სადაც იერიშების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.