26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
სავსებით ლეგიტიმურია დაეხმარო ერს, რომელსაც თავს დაესხნენ და რომელიც სამართლიანად იცავს თავს, იმოქმედეთ ომის ადრეულად დამთავრებისთვის - დმიტრო კულება

გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანტონიუ გუტერეშმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მას მსოფლიო თანამეგობრობის კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა უწოდა.

გენერალური მდივნის თქმით, გაერო ცალსახად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სხდომაზე სიტყვით სხვა დელეგატებთან ერთად ისარგებლეს ამერიკისა და
უკრაინის წარმომადგენლებმა.

სესიაზე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

"მე აქ ვიდექი ზუსტად ერთი წლის წინ, 23 თებერვალი იყო, 24 საათით ადრე სანამ შემოტევა დაიწყებოდა. პირველი დარტყმები ქვეყანაზე დილით ადრე განხორციელდა. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, ებრძოლა თავისი სიცოცხლისთვის და ჩვენ ეს შევძელით. შევაჩერეთ ბევრად უფრო ძლიერი აგრესორი და გავაძევეთ იგი ჩვენი ქვეყნის ახლად ოკუპირებული ტერიტორიის ნახევრიდან.

უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადმოცემის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები უადგილოა. სავსებით ლეგიტიმურია, დაეხმარო ერს, რომელსაც თავს დაესხნენ და რომელიც სამართლიანად იცავს თავს. ეს არის გაეროს წესდების დაცვის აქტი. იმოქმედეთ ომის ადრეულად დამთავრებისა და გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობის მიღწევისთვის. ამის საპირისპიროდ, აგრესორისთვის სამხედრო დახმარების გაწევა უკანონოა და გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

დღის ამბები