"აზოვსტალის" დამცველი, "აზოვის" პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური, კაპიტანი ოლეგ მუდრაკი რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ექვს თვეში გარდაიცვალა. იგი, ნახევარი წლის მანძილზე ტყვედ იყო აყვანილი.
პოლკის მეთაურმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიცვა მარიუპოლი რუსული საოკუპაციო ჯარისგან. ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ოლეგ მუდრაკი ოლენივკაში მომხდარ ტერაქტს გადაურჩა.