26 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ხაბეიშვილი არ კეთდება, ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯონ მასზე- ირაკლი კობახიძე 

კეზერაშვილის სახეა ხაბეიშვილი, მას ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ შეუძლებელია, რაღაცეები არ კეთდება - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის ოჯახის ქონება მარტო საქართველოში 170 მილიონია.

"კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი - ხაბეიშვილს ვერანაირი 100 000 ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ შეუძლებელია, რაღაცები არ კეთდება ხომ?! ასეთი ხუმრობა იყო ხოლმე მანქანებზე, რომ არ კეთდებაო, როცა მძიმედ იყო ნაავარიევი, არ კეთდებოდა მანქანებ,  ხაბეიშვილიც არ კეთდება, ვერ გაკეთდება. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მარტო საქართველოში რაც აქვთ დაგროვილი ქონება, ნაძარცვი ქონება სააკაშვილის ოჯახს, მარტო მისი ღირებულება, რაც ზუსტად ვიცით შეადგენს 170 მილიონს. ახლა "ფარას" კონტრაქტში ამოვარდა უძრავი ქონება არაერთი, შვიდი ობიექტია თუ არ ვცდები უძრავი ქონება, რომელიც დაფიქსირდა აშშ-ში სააკაშვილის ოჯახის სახელზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE-ის" ეთერში.

დღის ამბები