26 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუ დაფიქსირდა თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე მსხვილი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდა, კონკურენციის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი კანონმდებლობით იმოქმედებს

თურქეთის ბაზრის გახსნამ დიდი ეფექტი მისცა ჩვენს მოქალაქეებს და პრაქტიკულად 75%-იანი კლებაა რიგ მედიკამენტებთან მიმართებაში და 3-ჯერ არის შემცირებული ფასები ცალკეულ მედიკამენტებზე- ამის შესახებ  კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.   

ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით განმარტა, რომ თუ დაფიქსირდა რეფერენტულ ფასებზე მსხვილი კომპანიებისგან ფასების ზრდა, კონკურენციის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შესაბამისი კანონმდებლობით იმოქმედებს. 

"დღეს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილია და ვფიქრობთ, რომ არაკეთილსინდისიერია ის ქცევა, რაც უკავშირდება რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ სარგებლობას იმით, რომ გარკვეული რესურსი შეიძლება თურქეთიდან იმპორტირებული არსებობს და აქ მიღებული ფასის შეზღუდვის შედეგად არსებული დანაკლისი ასახო  რესურსში, სადაც დაწესებული მარჟა ამის გაკეთების საშუალებას გაძლევს.

კარგად ვიცით, რომ თურქეთის ბაზრის გახსნამ რამხელა ეფექტი მისცა ჩვენს მოქალაქეებს და პრაქტიკულად 75%-იანი კლებაა რიგ მედიკამენტებთან მიმართებაში და 3-ჯერ არის შემცირებული ფასები რიგ მედიკამენტებზე. ჩვენ ამ თემის წინასწარ შეფასებას ვაკეთებთ.

გუშინ ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, როდესაც რამდენიმე კომპანიის  შემთხვევაში ერთდროულად მოხდა თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის ერთდროული ზრდა. წინასწარი შეფასების შემდეგ თუ გამოიკვეთა, რომ არის საფუძვლები არაკეთილსინდისიერი ქცევის და ბაზარზე არის მსხვილი კომპანიების დომინირება, დომინირების შემთხვევაში ეს შეიძლება კონკურენციის კანონმდებლობის კუთხით დანახული იყოს, როგორც ჭარბი ფასი დაწესება მოქალაქეებისთვის და თუ ეს პრობლემა გაღრმავდება, ჩვენ  გაქვს ბერკეტი და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ ვიმოქმედოთ ადეკვატურად.

რათა ამ მიმართულებით არ ჰქონდეს ასეთი ტიპის მანიპულაციებს ადგილი,რამაც შესაძლოა ჩვენ მოქალაქეებს გაუძვიროს მედიკამენტები. სიკეთე, რომელსაც თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების გაიაფების შედეგად მოქალაქეები იღებენ, ეს არ უნდა დაიკარგოს და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ასეთი ქმედებებით, ეს ეფექტი იქნას დაკარგული. ამიტომ გამოვთქვათ მზაობას, რომ საკითხის შეფასების შემდეგ, პრობლემის გაღრმავების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმოქმედოთ კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად,"-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. 

დღის ამბები