26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ფასების გაიაფება შეეხება ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქტს - ლევან დავითაშვილი

ფასების გაიაფება შეეხება ყველა სასურსათო პროდუქტს და პირველადი მოხმარების პროდუქტს, ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავარია, რომ საბაზრო პირობებში იყოს სამართლიანი კონკურენციის გარემო. 

"ფასების გაიაფება შეეხება ყველა სასურსათო პროდუქტს და პირველადი მოხმარების პროდუქტს. ჩვენ გვესმის, რომ ეს 10 პროდუქტი ყველაზე უფრო მგრძნობიარეა მოსახლეობისთვის, ეს არის საბაზისო საკვები, რომლისგანაც ჩვენს ოჯახებში ამზადებენ საკვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო, სავაჭრო სისტემა იმდენად მოვაწესრიგოთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალური ეფექტიანობით მივაწოდოთ პროდუქცია. არარეალისტურ მოლოდინებს ჩვენ  არ ვქმნით. საბაზრო პირობები ბევრ რამეს განსაზღვრავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საბაზრო პირობებში იყოს სამართლიანი კონკურენციის გარემო და სამართლიანი კონკურენციის დირექტივის ადაპტაციას ვახდენთ ახლა.

ამ დიალოგმა უკვე გამოიღო შედეგი, უკვე დაიწყო ქსელებში ფასდაკლების აქციები, ასევე, საცალო ქსელებში ჩვენ დავინახეთ, რომ გაიაფების ტენდენცია არის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები