მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს იტალიურმა წყვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და პარალელურ სლალომში შვეიცარიელ და ავსტრიელ მოთხილამურეებს აჯობა. აარონ მარჩმა და ნადია ოსნერმა დაძაბულ ბრძოლაში ავსტრიელი მოთხილამურეები პრომეგერი და შოეფმანი დაამარცხეს და აღნიშნულ დისციპლინაში მიმდინარე ტურნირზე პირველი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
კიდევ ერთი ფინალური ეტაპი კოხტას ფერდობზე არეალსში უნდა გამართულიყო, თუმცა ამინდის გაუარესების გამო 7 ქვეყნის, 34 სპორტსმენი 23 თებერვალს იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის. დღეს ოფიციალური ვარჯიში გაიმართა სკი კროსისა და სლოუფსთაილი ფრისკიში, ვარჯიშებში მონაწილეობა 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრებმა. დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე 23 თებერვლიდან ჩაერთვებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, კომპანია "დოპელმაიერის" ორგანიზებითა და მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით, საქართველოს, 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის, ორმოცამდე წარმომადგენელი, მენეჯერი და მფლობელი ესტუმრა, რათა გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, წლის მთავარი სპორტული მოვლენა 5 მარტამდე გაგრძელდება.