26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"კურიერი" ხარკოვში ჩავიდა- ხარკოვი ის საკვანძო ქალაქია, რომელიც საოკუპაციო ძალამ პირველად 2022 წლის 24 თებერვალს დაბომბა

კიევის შემდეგ ხარკოვი - ომის დაწყების ერთი წლისთავზე "კურიერი" ამჯერად უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ჩავიდა. ხარკოვი პირველი ქალაქია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიბომბა.

ამ დღეს რუსთის არმიამ ქალაქს ჩრდილო დასავლეთიდან შეუტია, უკვე 12 საათზე რუსული ტანკები ქალაქის შესასვლელთან იდგნენ, თუმცა შესვლა ვერ შეძლეს. ამის შემდეგ, ხარკოვის აღება და მთავარი კვანძის გაკონტროლება რუსულმა სპეცრაზმმა სცადა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისინიც გაანადგურეს, რის შემდეგაც პუტინმა ხარკოვზე სარაკეტო იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.

საჰაერო განგაში ხარკოვში თითქმის ყოველ დღე ისმის. ერთი წელია მოსახლეობა მუდმივი დაბომბვის მოლოდინში ცხოვრობს. ადგილობრივებს უკვე ათასი რუსული რაკეტა აქვთ შეგროვებული. მათ ჰააგის ტრიბუნალისთვის ამზადებენ.





დღის ამბები