ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი აშენდება. თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის დაპროექტების საერთაშორისო კონკურსში ფრანგულმა კომპანიამ გაიმარჯვა. მშენებლობა 2024 წელს უნდა დაიწყოს და 5 წელიწადში დასრულდეს.
ქალაქის ისტორიულ უბანში თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის იდეის ავტორი და ინვესტორი კოლექციონერი შალვა ბრეუსია. პროექტზე 30 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო და საგამომცემლო სივრცეების მოწყობაც. შენარჩუნდება ისტორიული შენობის იერსახეც.
გამარჯვებულ კომპანიას პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. არქიტექტურული პროექტის შექმნაში უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქართველი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.