26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ეკონომიკური სტაბილურობა, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ბიზნესის ხელშეწყობა -ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის 2 წელი

ეკონომიკური სტაბილურობა, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ბიზნესის ხელშეწყობა - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც 2022 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 3 პროცენტით შეამცირა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის ორი წლისთავზე თქვა, რომ ქვეყანა სიღარიბის დაძლევისა და უმუშევრობის შემცირების კუთხით ისტორიულ ნიშნულზეა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ დაქირავებული და თვითდასაქმებული პირების რაოდენობამ მილიონ სამასი ათასს გადააჭარბა.

ორი წლის განმავლობაში პრემიერსა და ეკონომიკურ გუნდს მუშაობა რამდენიმე გლობალური გამოწვევის ფონზე მოუწიათ. პოსტპანდემიური ეკონომიკისა და რეგიონში ომის მიუხედავად, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანმა დეფიციტმა, ორ წელიწადში 3 პროცენტამდე დაიწია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 22 პროცენტითაა შემცირებული საგარეო ვალის მოცულობაც. რეკორდულ ნიშნულს 3,5 მილიარდ დოლარს მიაღწია საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმაც. 2022-მა წელმა ამ კუთხით პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მონაცემებსაც კი გადააჭარბა.

2021 წლიდან დღემდე ქვეყანა წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ასრულებს. პროგრესირებადია მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების მაჩვენებელიც - ის 4200 დოლარიდან 6700 დოლარამდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 8000 დოლარს გაუტოლდება.

გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და 2023 წლის ბოლოს 80 მილიარდ ლარს მიაღწევს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტაბილურობა და სწორი ეკონომიკური წინსვლა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო აამაღლებს. უახლოეს წლებში საქართველოში დაგეგმილია ახალი ენერგომატარებლების გავლაც, რომელმაც კასპიის ზღვის რესურსები ევროპას უნდა დაუკავშიროს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თურქული მედიკამენტებისთვის გასულ წელს ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რასაც უკვე რამდენიმე თვეა წამლებზე ფასის შემცირება მოყვა. დაიკლო საწვავის ფასმაც . ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა კი რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც. ახლა მთავრობის წევრები და ბიზნესი სასურსათო პროდუქციაზე თითქმის 100 პროცენტიანი ფასნამატის შემცირებაზე მუშაობენ.

 

დღის ამბები