მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სასტუმროში წუხელ გაჩნდა, დაშავდა 9 ადამიანი.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლიდან 50 ადმიანის გადარჩენა შეძლეს. ირკვევა, რომ ცეცხლი 100 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.