ბრაზილიაში წყალდიდობის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ადგილზე მაშველები და მოხალისეები ნიჩბების, ნაჯახებისა და ზოგჯერ შიშველი ხელების გამოყენებით გადარჩენილებს ეძებენ.
შაბათ-კვირას ძლიერმა ნალექებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქებში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, წვიმის ნალექი 600 მილიმეტრი იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბრაზილიაში.
თითქმის 2 500 ადამიანი სტიქიის შედეგად კვლავ უსახლკაროდაა დარჩენილი.