ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან - ქართველი გმირი ოკუპანტებმა ცხინვალში ახალგორიდან გადაიყვანეს და წამებით მოკლეს.
ცხედრის გადმოცემას ოჯახი ერთი თვის განმავლობაში ელოდა.
ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.