26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მორიგი ორი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში და მსხვერპლი - რომელმა ქვეყნებმა იგრძნეს გუშინდელი ბიძგები და რამდენი დაღუპული ჰყავს საერთო ჯამში სეისმურად გააქტიურებულ ზონაში მდებარე ორ ქვეყანას

ზუსტად ორი კვირის თავზე, მიწისძვრას გადარჩენილები ისევ ქუჩებში აღმოჩნდნენ. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე დაფიქსირდა. სტიქიამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მიწისძვრა თურქეთ-სირიის საზღვართან მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ეგვიპტესა და ლიბანში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აცხადებს, რომ დამანგრეველი სტიქიის შემდეგ თურქეთში დღემდე 6 210-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

გადარჩენილების პოვნის შანსი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ თითქმის აღარ არსებობს. ორი პროვინციის გარდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ყველგან შეწყდა. ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ ქაჰ-რამან-მარაშსა და ჰათაიში.

თურქეთში მიწისძვრამ 120 ათასამდე შენობა ან მიწასთან გაასწორა, ან მნიშვნელოვნად დააზიანა. მხოლოდ თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რთული ვითარებაა სირიაში, სადაც დახმარების მიწოდება ფერხდება ან საერთოდ ვერ ხერხდება. ქალაქ აზაზში ასობით ოჯახი ახალი გამოწვევის წინაშეა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ღამის გასათევად კარვები არ ჰყოფნის.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თითქმის 47 ათასს მიაღწია. გრძელდება შენობების მდგრადობაზე პასუხისმგებელი პირების დაკავებებიც. უკვე პატიმრობაშია ასზე მეტი ადამიანი.




 

დღის ამბები