26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები