40 წლის ქართველს, ბელგიის სასამართლომ 23 კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ 23 კბილის ჯაგრისი პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.
პროკურორ იოხენ ვან ალსტმა კი თქვა, რომ "თუ ყველა ჯაგრისი პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, ბრალდებულს თოვლივით თეთრი კბილები უნდა ჰქონდეს".