26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, უდიდესი ალბათობით, "ხალხის ძალის" კანონპროექტს, თუკი იგი პირდაპირ ამერიკულიდან იქნება კოპირებული, მხარს არ დაუჭერს.

მდინარაძის თქმით, ამ კანონის ამერიკული ვარიანტი რიგ შემთხვევებში ზედმეტად ხისტია და შესაძლოა დამაზიანებელი იყოს როგორც არასამთავრობო სექტორისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

"ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს.

მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, გარეთ თუ შიგნით ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ახლა ამას ემოციებით ავყვეთ, აჰყვნენ ისინი და თქვან, რომ მოდით დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები, მე ეს მთლად სწორი არ მგონია.

როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები