26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია, საარჩევნო პროცესები ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ-ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა. სწორედ დღეს დაიწყო განცხადებების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად ათივე საარჩევნო ოლქში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს სოციალური ქსელების მეშვეობით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. რადგან, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები