ომის 363-ე დღე უკრაინაში. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქსაც, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. შეტევა განხორციელდა ავდეევკასა და ნიკოპოლის ოლქებზეც. ღამით დაარტყეს ზაპოროჟიას გარეუბნებსაც.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების 460 მილიონიანი პაკეტი დააანონსა.
ნიდერლანდები კი 2023 წელს გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად 230 სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნას გეგმავს.
ოფიციალურ კიევს აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის ახალ - 15 მილიარდიან, მრავალწლიან პროგრამას გაწერს.