თელავში,მრავალბინიან კორპუსში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე გაჩნდა.
შემთხვების დროს სახლში ხანდაზმული მამაკაცი მარტო იმყოფებოდა, მან შენობის დატოვება დროულად შეძლო.
ხანძარმა სრულიად გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან, ან სიგარეტის ნამწვიდან გავრცელდა.
ადგილზე მეხანძრე- მაშველები და პოლიცია იყო მობილიზებული.