26 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი დონბასში, უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით - ზელენსკი

"რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი დონბასში, უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტსა და სხვა მიმართულებებში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ სურს ხალხს ჰქონდეს იმის განცდა, რომ უკრაინა დასახული მიზნისაკენ მიდის.

"სიტუაცია ძალიან რთულია, ჩვენ ვიბრძვით. დამპყრობლებს ექსტრემალურ ზიანს ვაყენებთ. ისევ და ისევ ვიმეორებ: რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით.

რა თქმა უნდა სამხედრო საკითხებს და დაზვერვის დეტალებს სრულიად ვერ გეტყვით, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს იმის პროგნოზირებადობა და განცდა, რომ უკრაინა თავისი მიზნებისკენ მიიწევს. ვიცით, რომ თუ წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს: სახლებს, შვილებს, მშობლებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ძველია თუ ახალი შემოჭრა. გასული წლის 24 თებერვალს მომხდარის შემდეგ, კომპრომისები აღარ არსებობს. დაირღვა საერთაშორისო სამართალი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები