26 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე კიდევ ორი მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ეს ბოლო 3 დღეში მე-2 იარაღის გამოცდაა.

ამ ფაქტს არაერთი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ბალისტირკური რაკეტის გაშვებას ფხენიანმა ვაშინგტონისა და სეულის მიერ ერთობლივ საჰაერო ძალების წვრთნებზე პასუხი უწოდა.

ჩრდილოეთ კორეაში განმარტავენ, რომ სწავლებებს ისინი განიხილავენ, როგორც ქვეყანაში შეჭრის რეპეტიციას.

დღის ამბები