26 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
მშვიდობისთვის ანთებული ლამპრები - მისტიური ტრადიცია სვანეთში, რომელმაც დროს გაუძლო და მხოლოდ მაღალ მთაში შემორჩა

მშვიდობისთვის ანთებული ლამპრები - მისტიური ტრადიცია სვანეთში, რომელმაც დროს გაუძლო და მხოლოდ მაღალ მთაში შემორჩა. ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ და მისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან - ეკლესიასთან, საგვარეულო სასაფლაოზე თოვლში დანთებული ცეცხლი და იქვე გაშლილი სუფრა ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. კუბდარის, ნამცხვრის, ხაჭაპურის გასასინჯად უცნობები და ნაცნობები ერთმანეთს ეპატიჟებიან.

ყველაფერი შებინდებისას იწყება. ანთებული ლამპრებით, ყველა ერთდროულად, საგვარეულო სასაფლაოსკენ მიემართება და ღმერთს მოსავლიანობას და გამრავლებას სთხოვს.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბით, ლამპრობა სვა­ნეთ­ში მე­ომ­რე­ბის რი­ცხვის და­სად­გე­ნად იმართებოდა. ანთებული ლამპრების მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ რამ­დე­ნი მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ სვა­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემთხვევაში.

ავტორი: ანი გენებაშვილი

 

დღის ამბები