26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
უკრაინის ომი, რუსული აგრესიის შედეგი და მსოფლიო წესრიგი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა

უკრაინის ომი, რუსული აგრესიის შედეგი და მსოფლიო წესრიგი იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი თემა. გერმანიაში 3 დღის განმავლობაში 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებმა, სამხედრო მეთაურებმა და დიპლომატებმა დასახეს გეგმა როგორ მოექცეს რუსეთი იზოლაციაში.

რიგით 59-ე კონფერენციას ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაერთი პანელური დისკუსია და მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

რა გავლენა იქონია რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რეგიონის ქვეყნებზე - ამ კითხვას პანელური დისკუსიის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა ირაკლი ღარიბაშილმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხეს.​

შეხვედრას ისტორიულიც უწოდეს, რადგან ერთ პანელზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს როგორც მედიატორის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება და იმედი გამოთქვეს, რომ მალე ის რატიფიცირებული იქნება. ითქვა, რომ ეს არის ისტორიული გზა, თუ როგორ შეიძლება მხარეები დასხდნენ და მტრული დამოკიდებულება დაძლიონ. 

დღის ამბები