26 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ფაქტორი, ახალი კადრები ვივამედიდან, დაანონსებული აქციები - რა ხდება მიხეილ სააკშვილის მომხრეებში და როგორია პოლიტიკური შეფასებები

ოპოზიციაში ისევ არეულობაა - მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მხარდამჭერი საერთაშორისო აქციის ორგანიზება, სააკაშვილისვე თხოვნით რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის "იუთუბ" გადაცემამ ითავა და ემიგრანტებსაც მოუწოდა, ხვალ მასპინძელი ქვეყნების სახელისუფლებო დაწესებულებებთან, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნონ.

დაანონსებულ აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უერთდება - ეს "ფეიგან ლაივის" ეთერში ვანო მერაბიშვილმა თქვა. ამავე ეთერში ყოფილმა ძალოვანმა აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მართალია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამოსავალს მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით მიხეილ სააკაშვილის გამოხსნაში ხედავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც განსხვავებული წინადადება აქვთ. მაგალითად, "ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე მზადაა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილს "კრედიტ სუისთან" ურთიერთობაში დაეხმაროს. ამ ყველაფრის ფონზე, სააკშვილის საკითხზე გზავნილები ისმის ევროპარლამენტიდანაც

 

დღის ამბები