საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:41 გაიმარჯვა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდეს და ერთი ტექნიკური ლელო მიითვალეს. აკაკი ტაბუცაძემ 8 წუთში ორი ლელო მიითვალა და ნაკრებში ლელოების რაოდენობა 23-მდე გაზარდა.
ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნები რეიტინგში, რომელიც ოფიციალურად ორშაბათს გამოქვეყნდება, იტალიის ნაკრებს უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "ა" ჯგუფი 3 მოგებითა და 15 ქულით დაასრულა.