26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
როდის მოხდა ელექტროსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია - რაზე საუბრობენ "გრინ სერვის პლუსის" ადვოკატები

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ - "გრინ სერვის პლიუსის" და ამავე კომპანიის თანამშრომლის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მოკვლევის ფარგლებში არ გამოუკითხავთ მნიშვნელოვანი მოწმეები, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზები და არ მოუპოვებიათ მტკიცებულებები, რაც ბრალის დამძიმების საფუძველს შექმნიდა. ადვოკატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს- მე აქვე გეტყვით რომ ორი დღის წინ საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუმძიმდა

ადვოკატებს პროკურატურის მიმართ შენიშვნები და ბრალდებებიც აქვთ. შენიშვნებთან დაკავშირებით შემდეგი გარემოება გამოიყო. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი პირების გამოკითხვა არ მომხდარა, პირველ რიგში კი იმ ხალხის, ვინც შეასრულა სამუშაოები და ვინც იყო პასუხისმგებელი ხარისხზე, კომპანიის, რომლისგანაც შეისყიდეს ტექნიკა შადრევნისთვის და ამავე კომპანიის იმ წარმომადგენლების, რომლებმაც უშუალოდ დაამონტაჟეს ის.

""გრინ სერვისმა" შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა, ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომი გარანტია განხორციელდებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და 3 თვე იმუშავა ამ შადრევანმა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ დაადგინა და არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად. ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით თუ როდის მოხდა ამ ელექტროსადენების დაზიანება, არ ჩაუტარებიათ საჭირო ექსპერიმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ვითარების აღდგენას და ობიექტური რეალური მიზეზის დადგენას ამ ტრაგედიისა," - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატები საუბრობენ მტკიცებულებების გაყალბებაზე. ასევე, რაც შეეხება ბრალდებას, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს დაცვის უფლება ეზღუდებათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე და მტკიცებულებების გაცვლის ვადის ბოლო დღეს დამძიმდა ბრალი, რაც მათ წამგებიან პოზიციაში აყენებს.

როდის მოხდა ელექტროსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია - ამ კითხვას სამართალდამცავები სვამენ და უპირისპირდებიან ბრალში არსებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კაბელები დამატებითი სამუშაოების დროს დაზიანდა. ადვოკატები უსვამენ ხაზს, რომ საქმეში არ მოიპოვება და გამქრალი არის ვიდეოკამერის  ჩანაწერები. კერძოდ 12 თებერვლის კადრები, სადაც  აღნიშნულია ტრაგედიის წინა დღე.

"ბრალდებამ ვერ შეძლო მიუხედავად ჩვენი მიმართვისა და მოთხოვნისა აღნიშნული ვიდეომასალის უწყვეტობის ან და მასზე ზეგავლენის არ არსებობის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, მოცემულ მომენტში ამოღებულ იქნა მერიის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჩამწერი მოწყობილობებიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც 12 ოქტომბერს, შემთხვევის წინა დღეს დაახლოებით 7-8 საათის მონაკვეთი არის გამქრალი სრულად ვიდეოჩანაწერის. საორიენტაციოდ, შუადღის 3 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, სადაც მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ წინა დღეს შადრევანში გადაადგილდებოდნენ "გრინ სერვისის" თანამშრომლები. მთელი ამ დროის განმავლობაში შესაძლოა წაშლილი იყოს სწორედ ის კადრები, სადაც "გრინ სერვისის" თანამშრომლები გადაადგილდებიან აუზში და მათზე არ მოქმედებს ელექტროდენი, რაც თავის მხრივ ბუნებრივია დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ელექტროენერგიის გაჟონვის ფაქტი წარმოიშვა უშუალოდ შემთხვევის დღეს და არა 22 სექტემბრის სამუშაოების შედეგად," - აცხადებს "გრინ სერვის პლუს-ის" წარმომადგენლების ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

დღის ამბები