26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია...მისი ჩამოსვლის იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება - ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა შეკითხვა ექსპრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაუსვა და მისი მდგომარეობით დაინტერესდა. 

"მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მინდა ხალხმა იცოდეს, ის ჩამოვიდა წელიწადნახევრის წინ, მისი ჩამოსვლის იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება.

ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას. მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც არ აქვს სხვას... თქვენ ახსენეთ ფოტოები და კადრები - მე ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. 

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოუყვანონ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან თუ მას მკურნალობა სჭირდება რეალურად. 

თქვენ ალბათ გინახავთ ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად: გასულ თვეში გაჟღერდა, რომ 1 მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედია-კამპანიის საწარმოებლად მთელს მსოფლიოში.

რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ სოციალურ ქსელებში, არ არის რეალობა. ჩვენ საქართველოში ძლიერი დემოკრატია გვაქვს და არავინ დგას კანონზე მაღლა. მიხეილ სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით დასრულებული. კერძო ტელევიზია "იმედში" შეიჭრა მისი სპეცრაზმი და ა.შ

ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა რევოლუციის მოსახდენად - აი ეს არის ამბავი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში გამართულ პლენარულ დისკურიაზე.

დღის ამბები