26 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
უკრაინა გახდება ნატოს წევრი - რიში სუნაკი

მსოფლიო ლიდერები გერმანიაში - მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. გერმანიაშია საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

პანელური დისკუსიის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შეხვდა, აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა მიმართულებებით, მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება.

"ივნისში ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციას ვუმასპინძლებთ. ერთად განვიხილავთ, როგორ გადავახდევინოთ რუსეთს რეკონსტრუქციისთვის. ცივი ომის შემდგომი ეპოქის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა ვერ იმუშავა უკრაინისთვის, ამიტომ გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ახალი სტრუქტურა გვჭირდება.

ადამიანის უფლებებიდან დაწყებული დაუფიქრებელ ბირთვულ საფრთხებამდე, საქართველოდან მოლდოვამდე, ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ, რუსეთმა დანაშაული ჩაიდინა. საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად მკაცრი. უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იქამდე, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად," - რიში სუნაკი

 

დღის ამბები