26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოება უკრაინისა და ირანის მხარდასაჭერად - ბერლინალეზე ქართული ფილმები წარდგენილი არ არის, თუმცა ჟიურის ერთ-ერთი წევრი ქართველი რეჟისორია

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოება უკრაინისა და ირანის მხარდასაჭერად. რიგით 73-ე ბერლინალე წელს უფრო მეტად პოლიტიკას ეთმობა, ვიდრე ხელოვნებას. კინოდაჯილდოების გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ფესტივალის ფარგლებში კი ნაჩვენები იქნება შონ პენის ფილმი, რომელიც მსახიობმა და რეჟისორმა უკრაინის ომზე გადაიღო.

ბერლინალემ მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელ ხელოვანებსა და ქალებსაც, რომლებიც ხელისუფლებისგან დევნას განიცდიან.

ბერლინალეზე ქართული ფილმები წარდგენილი არ არის, თუმცა ჟიურიში ქართველი რეჟისორი ზის. დეა კულუმბეგაშვილი კოლეგებთან ერთად "ინ ქაუნთერის" სექციაში მოხვედრილ ფილმებს შეაფასებს. ეს ბერლინალეს არსებობის ისტორიაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრესტიჟული კინოდაჯილდოების ჟიურიში ქართველი რეჟისორია. დეა კულუმბეგაშვილამდე იგივე პატივი წლების წინ ლანა ღოღობერიძეს ხვდა.

დღის ამბები