26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
26 წლის მამაკაცმა საკუთარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს თანხის ნაწილი სწორედ ბებიისგან ნასესხები ფულით გადაუხადა - "კურიერმა" ჩვენების დეტალები მოიპოვა

შვილიშვილი, რომელმაც მდიდარი ბებიის მკვლელობა შეუკვეთა და ბებიასვე გამოართვა თანხის ნაწილი, რომელიც ქილერს წინასწარ გადაუხადა.

26 წლის ალექსანდრე საყვარელიძე 72 წლის ქალის მკვლელობისთვის, საერთო ჯამში 150 000 დოლარს იხდიდა, სავარაუდოდ, იმ ქონებიდან, რომლის იმედიც მას საკუთარი ოჯახის წევრის სიკვდილის შემდეგ ჰქონდა.

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი მსხვერპლს ვა­კე­ში, მის საცხოვრებელ სახლთან უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მანამდე შვილიშვილმა ქილერს ბებიის ფოტოც გაუგზავნა. საქმეში დევს აუდიო ვიდეო მასალაც, სადაც 26 წლის ახალგაზრდა საკუთარი ბებიის მკვლელობის დავალებას გასცემს. შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე "კურიერმა" დღეს მსხვერპლის ჩვენება მოიპოვა.

72 წლის ქალის მოსაკლავად შვილიშვილმა ქილერი დაიქირავა. ის სიკვდილს სამართალდამცავების წყალობით გადაურჩა. ბებიის მოკვლა შვილიშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ საკუთარ სახელს ანდერძში ვეღარ ამოიკითხვადა. ვალენტინა საყვარელიძეს, მედიასთან შვილიშვილსა და შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი არ სურს. თუმცა, "კურიერმა" დეტალები, გახმაურებული საქმის მასალებიდან შეიტყო. ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებიდან დანაშაულის სავარაუდო მოტივი იკვეთება.

მკვლელობის დამკვეთი 26 წლის მამაკაცია. მედიისთვის კი, ამ დრომდე გაურკვეველია, აღიარებს თუ არა ალექსანდრე საყვარელიძე დანაშაულს. მის ინტერესებს არჩილ ბერიანიძე იცავს, საქმის დეტალებზე "კურიერთან" ადვოკატიც არაფერს ყვება.

უმძიმესი დანაშაულის დეტალებზე ოჯახის არცერთი წევრი საუბრობს, თუმცა "კურიერი" მოპოვებული ჩვენებებიდან არკვევს იმასაც, რომ შვილიშვილი ბებიას დიდი ოდენობის თანხას ხშირად სთხოვდა, უკან კი აღარ აბრუნებდა.

საბრალდებო სკამზე მჯდომი ჭავჭავაძის 75 ნომერთან აიყვანეს, ბებიის სახლთან, სადაც ალექსანდრე საყვარელიძემ მკვლელი მიიყვანა. 26 წლის მამაკაცი დაქირავებულ პირს საქმის შესრულების სანაცვლოდ 150 000 დოლარს დაჰპირდა. გამოძიებამ დაკავების დღეს დანაშაულის ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო მასალაც გაავრცელა.

72 წლის ქალი თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და 66 %-იანი წილის მფლობელია. გარდა ამისა, მას რამდენიმე კომერციული ფართი და მიწის ნაკვეთი აქვს.

"კურიერის" ინფორმაციით, ვალენტინა საყვარელიძემ ცოტა ხნის წინ თბილისში მდებარე უძრავი ქონებაც გაასხვისა.

ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები