26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია, ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით" - იენს სტოლტენბერგი
"გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია. ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით," - განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიუნხენში გააკეთა. უსაფრთხოების კონფერენციამ სტარტი აიღო. სამი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების გამოწვევებსა და უკრაინის ომზე ისაუბრებენ. გახსნით სესიაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 
 
სტოლტენბერგმა მედიის კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. 
 
"გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია. ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ომი სირიაში, ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ ჩვენ ვნახეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის შეტყობინება ომიდან 1 წლის შემდეგ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა, რადგან თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს ეს ტრაგედია იქნება უკრაინისთვის და ეს სახიფათო იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა," - აცხადებს სტოლტენბერგი. 
დღის ამბები