26 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
5 მარტამდე ბაკურიანი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში იქნება- მსოფლიო ჩემპიონატმა სტარი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში უკვე აიღო

5 მარტამდე ბაკურიანი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში იქნება. მსოფლიო ჩემპიონატმა სტარი აიღო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

17 დღის განმავლობაში სამთო სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები 7 სახეობაში 30 შეჯიბრს იხილავენ. ელიტურ ტურნირში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ქართველი მოთხილამურეებიც.

საქართველოს ღირსებას სხვადასხვა დისციპლინაში 10 ქართველი სპორტსმენი დაიცავს.

ინფრასტრუქურის მხრივ ბაკურიანი მსოფლიო პირველობას სრულ მზადყოფნაში შეხვდა. სახელმწიფოს პატრონაჟითა უმოკლეს დროში კეთილმოეწყო 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, სამი საბაგირო და სპორტსმენთა სოფელი.

დღის ამბები