თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრიდან 11 დღე გავიდა და სტიქიის მსხვერპლის სტატისტიკა კვლავ მზარდია.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 44 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. დაზარალებული კი 13 მილიონზე მეტი.
დაკარგული ადამიანების რაოდენობა ამ დრომდე არ დაზუსტებულა. მიწისძვრიდან გასული 11 დღის მიუხედავად მაშველები ნანგრევებში ჯერ კიდევ პოულობენ გადარჩენილებს.
ჰაათაიში მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 12 წლის ბიჭი და ორი შუახნის მამაკაცი ამოიყვანეს.
მაშველებმა ასევე გადაარჩინეს 42 წლის ქალი.
მეგობარი ქვეყნები სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარებას განაგრძობენ. გაერომ დაზარალებულებისთვის 1 მილიარდის ოდენობის დახმარება გამოყო.