26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში იმყოფება - პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაც.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში - საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.

დღის ამბები