26 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ვოლტის" კურიერები პროტესტს განაგრძობენ - მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა

"ვოლტის" კურიერები პროტესტს განაგრძობენ. მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, კურიერებს მოლაპარაკებების დაწყება სურთ, რომელიც ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით, კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში უნდა გაიმართოს და მას ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა დაესწრონ.

ამავე განცხადების მიხედვით, თავად კომპანიისთვის ეს პირობები მიუღებელია. ავტორები მიმართავენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, რომელსაც საკითხის შესწავლის და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები