26 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სად არის შეზღუდული გადაადგილება გზებზე დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო

ქვეყნის მასშტაბით დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების ნაწილზე შეზღუდვებია დაწესებული აკრძალვა მოქმედებდა კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. თუმცა ცოტა ხნის წინ აღნიშნულ მონაკვეთზე, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება სპეციალური რეჟიმით დაუშვეს.

ამასთან, მოძრაობა იკრძალება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის, კურორტ გოდერძის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე, ასევე წყალტუბოს გადასახვევთან.

უკვე ორი დღეა გურიის რეგიონში თოვს. ინტენსიური ნალექის შედეგად თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 70 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალური ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში წმენდს გზებს, შესაბამისად გადაადგილების პრობლემა რეგიონში არ შექმნილა. შეუფერხებლად მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოსახლეობისთვის მიწოდებაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ტექნიკურად გამართული ავტომობილებით. 

"24-საათიან რეჟიმში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ადამიანური რესურსი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები მუშავდება ტექნიკური მარილი, რაც უზრუნველყოფს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების საშუალებას.

მოვუწოდებ მოსახლეობას დაემორჩილონ შესაბამის შეზღუდვებს, რომელიც დაწესებულია გზებზე. გადაადგილდნენ ტექნიკურად გამართული ავტომობილებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება ზამთრის საბურავებით,"-აცხადებს გიორგი წერეთელი.

დღის ამბები