26 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაგნერი თავდასხმების 80-მდე პროცენტს ბახმუტის მახლობლად აგებს

მასშტაბური საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე - სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში დაღუპულია 3 ადამიანი და დაიჭრა 11. რუსულმა არმიამ ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით ცეცხლი გაუხსნა; აფეთქებების ხმა ისმოდა კრემენჩუგსა და პოლტავის ოლქებში.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაიღუპა 33 წლის ამერიკელი მოხალისე ექიმი. პიდ რიდი რუსებმა მართვადი რაკეტით ბახმუტში მოკლეს.

დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ რუსეთს ბახმუტის აღება მარტ-აპრილში შეუძლია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ ვაგნერი თავდასხმების 80-მდე პროცენტს ბახმუტის მახლობლად აგებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ უკრაინა დაპირებულზე ნაკლები რაოდენობის ლეოპარდის ტანკებს მიიღებს, რადგან დასავლელი მოკავშირეები ორი სრული ბატალიონის მიწოდებას ვერ შეძლებენ.

დღის ამბები