26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მაინტერესებს, ერვოსაბჭოს რეზოლუციაში რატომ მოაწერეს ხელი [ნაციონალურმა მოძრაობამ] ტექსტს, სადაც საუბარია, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები? წარმოიდგინეთ, ზელენსკიმ ან მისმა პარტიამ ხელი მოაწეროს ასეთ რეზოლუციას

წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ ხვალ დადგეს ასეთი რეზოლუცია ევროსაბჭოში და  ზელენსკიმ ან მისმა პარტიამ ხელი მოაწეროს რეზოლუციას, სადაც უკრაინის ჯარმა მოახდინა სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. 

კობახიძემ ამით პარალელი გაავლო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარსულში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელმოწერილ რეზოლუციასთან.

"მე ერთი რამ მაინტერესებს, ერვოსაბჭოს რეზოლუციაში რატომ მოაწერეს ხელი ტექსტს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ეს ხომ ჩვეულებრივი ღალატია- აქ შეძლება იყოს ორი თეორიული შანსი. ერთ თეორიული შანსია, რომ მართლა ასე მოხდა და მეორე თეორიული შანსია, რომ მათ შეგნებულად ჩაიდინეს ღალატი. აუ საკუთარ ჯარს დააბრალეს ის რაც არ მომხდარა.

ერთი მეორეზე მძიმე დანაშაულია. რა უფრო მძიმე დანაშაულია ამის გაკეთება და ტყუილზე ხელის მოწერა და ასეთი რამის დაბრალება, მართლა დანაშაულია. წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ ხვალ დადგეს ასეთი რეზოლუცია ევროსაბჭოში და  ზელენსკიმ ან მისმა პარტიამ ხელი მოაწეროს რეზოლუციას, სადაც უკრაინის ჯარმა მოახდინა სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია.

ეს ღალატიც კი არ არის, ეს არის ღალატი მეათე ხარისხში. ეს კითხვა მე მართლა მაწუხებს და დავუსვამდი სხვადასხვა ფორმით ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს. მათ ჩაიდინეს ღალატი, თუ ჩაიდინეს მეორე უბედურება?! მესამე ვარიანტი აქ უბრალოდ არ არსებობს.  

დაუდეს ზელენსკის ეს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გარდა დონეცკი ლუგანსკის 1/3, რაც მანამდე ჰქონდათ ოკუპირებული ყირიმისა, კიდე ერთი იმდენის ოკუპაცია  განახორციელა რუსეთმა. ამაზე მადლობა უნდა უთხრან ხელისუფლებას, რომ  რა მაგარი ხარ, რომ ეს ჩააწერინეთ. მეორე მხარეს წამოიდგინეთ, რომ ამის სანაცვლოდ და სამადლოდ ხელი მოაწეროს ზელენსკიმ ჩანაწერს, სადაც საუბარი იქნება, რომ უკრაინულმა ჯარმა მოახდინა სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია. წარმოიდგინეთ, რომ ნაცმოძრაობის ან აქტივისტი ხარ ან მხარდამჭერი და ეს იცი. ამის შემდეგ როგორ შეძლება, რომ ნაცმოძრაობაში გაჩერდე. როცა ზუსტად იცი, რომ ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინა შენმა პარტიამ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ ხვალ დადგეს ასეთი რეზოლუცია ევროსაბჭოში და  ზელენსკიმ ან მისმა პარტიამ ხელი მოაწეროს რეზოლუციას, სადაც უკრაინის ჯარმა მოახდინა სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

 

დღის ამბები