26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
კუბილიუსი აქცენტს აკეთებს იმ ინტერესზე, რომელიც აქვს გლობალურ ომის პარტიას - ირაკლი კობახიძე

კუბილიუსი აქცენტს აკეთებს იმ ინტერესზე, რომელიც აქვს გლობალურ ომის პარტიას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კუბილიუსი საუბრობდა არა ევროპარლამენტის ან ევროკავშირის, არამედ გლობალური ომის პარტიის სახელით, რომელიც, მისი თქმით, ფლობს იმდენად დიდ გავლენებს ევროპარლამენტზე, რომ ახერხებს კონკრეტული რეზოლუციების გატანას.

"რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს - მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, კუბილიუსი, ის სინამდვილეში საუბრობდა არა ევროკავშირის სახელით და არც ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის EPP, ეს არის გლობალური ომის პარტია, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ის სინამდვილეში გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში და უკვე სამი ასეთი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა.

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას გულისხმობდა კუბილიუსი და კუბილიუსმა ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ჩვენ კარგად ვიცით რასაც გულისხმობდა კუბილიუსი. რეალურად ის აქცენტს აკეთებს იმ ინტერესზე, რომელიც აქვს საქართველოს მიმართ გლობალურ ომის პარტიას, ეს არის მეორე ფრონტი და სწორედ ამის გამო გვიბიძგებენ ისინი პროვოკაციული ქმედებებისკენ," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები