26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ევროპარლამენტარებმა იციან, რომ ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, ეს ავტორიტეტი მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციების მიზანი არის მისი დაშანტაჟება, რათა ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

როგორც კობახიძე განმარტავს,ევროპარლამენტარებმა იციან, რომ ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, რომ მისი ეს ავტორიტეტი, მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ, მეორე ფრონტის მიზნებისათვის.

"საქმე რაშია-მიზანი არის შანტაჟი. სანქციის დაწესება უკვე ნიშნავს დასჯას და როცა ადამიანს სჯი, მისგან ვერაფერს ვეღარ ელოდები. სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები და არაფორმალური სანქციები, რომ მიზანი არის შანტაჟი და მიზანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ, რომ მისი ეს ავტორიტეტი, მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ, მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს.

ეს მან ხაზგასმით აღნიშნა თავისივე წერილში. მგონია, რომ ეს გაგრძელდება. სწორედ იმიტომ გაგრძელდება, რომ მიზანი არის შანტაჟი და არა დასჯა. ამიტომ იყენებენ ისინი დე ფაქტო სანქციებს, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ინტერვიუში ვიოლა ფონკრამონს და ამიტომ არ იყენებენ ისინი ფორმალურ სანქციებს, თუ ადამიანს დასჯი მისგან ვერაფერს ვეღარ მიიღებ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.   

 

დღის ამბები