26 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
​ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტისთვის საქართველოს ლაკმუსის ტესტი გახდა.
სტრასბურგი საკითხს ფაქტობრივად ასე აყენებს - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ევროპარლამენტმა დღეს 9 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც თავდაპირველად კომპრომისული ვარიანტი ერქვა, თუმცა იპიპის ანუ ევროპის სახალხო პარტიის ჩასწორების შემდეგ, ის კომპრომისული ვეღარ იქნება.

ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ ევროპის პარლამენტი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს და მის სანქციერებას ითხოვს.

მე-8 პუნქტის შესწორებაში, რომელსაც 362 მომხრე და 121 მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, სააკაშვილის დაკავება შეფასებულია როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა.

ეს მაშინ როდესაც პირვანდელ ვერსიაში რომელიც 577 ხმით მიიღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი საერთოდ არ იყო ნახსენები.

საბოლოოდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე მოწოდებაა. მათ შორის ქართული ოცნების დამფუძნებლის პირადი სანქცირება და მოწოდება საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს შეწყალების უფლება.

 

დღის ამბები