26 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. მისი განხორციელების მონიტორინგს მთავრობის ადმინისტრაცია ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება 6 თვიან საანგარიშო პერიოდში არსებული პროგრესი, ხოლო მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, შემუშავდება მონიტორინგის წლიური ანგარიში.

"ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია" ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტია, ის 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითად ელემენტებს აყალიბებს და განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ასევე დაამტკიცა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.

დღის ამბები