26 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
10 დღე დამანგრეველი მიწისძვრიდან და 41 000-მდე დაღუპული - სამაშველო ღონისძიებები თურქეთსა და სირიაში ამ დრომდე გრძელდება

თურქეთსა და სირიაში მსხვერპლი იზრდება - 41 000 დაღუპული, ასეთია მიწისძვრიდან ათი დღის სტატისტიკა.

გარდაჩენილების პოვნის იმედი ათიათასობით მაშველს უკვე თითქმის აღარ აქვს, მაგრამ პერიოდულად თურქეთშიც და სირიაშიც სასწაული ხდება და მიწასთან გასწორებული შენობებიდან ცოცხალი ადამიანები გამოყავთ.

თურქეთის პრეზიდენტმა დღეს მომხდარი მიწისძვრა ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა და განაცხადა, რომ ანკარას ასობით ათასი ახალი სახლის აშენება მოუწევს.

თურქეთს, სირიასა და მსოფლიოს ახლა კიდევ ერთი საფიქრალი აქვთ, ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ცხედრებიდან არ დაიწყოს ინფექციების გავრცელება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია არ გამორიცხავს რომ ბაქტერიები უკვე სასმელ წყალშიც არის მოხვედრილი, რაც არანაკლებ კატაროფას გამოიწვევს ვიდრე სტიქია.

დანგრეულ ქალაქებში მყოფ მაშველებს ადამიანების გადარჩენის გარდა მათზე ზრუნვაც უწევთ-გათბობა, საკვების მიწოდება და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

მათ შორისაა 85 ქართველი სპეციალისტიც რომლებიც თურქეთში მყოფ ჯგუფს ჩაენაცვლნენ.

დღის ამბები