მკვლელობა ხობში - სასამართლომ ზანდა უბილავას პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა, დაცვის მხარე კი ზანდა უბილავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 აპრილს 15 საათზე ზუგდიდის სასამართლოში ჩანიშნა.
ცნობისთის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 თებერვალს, ხობის მინიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს ქვის ჩარტყმით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 - დან 15 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.