26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აქტი გაფორმდა

საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უწყებების პირველმა პირებმა ბრატისლავაში მოაწერეს.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობა. აქტში, ასევე, აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო გარემოსა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

 

დღის ამბები