მალე იუსტიციის სახლში სემეკის ყველა სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება - უწყებებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. პირველ ეტაპზე, განხორციელდება სერვისის გაცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საკითხების უზრუნველყოფის სამუშაოები, გადამზადდებიან თანამშრომლები.
ამჟამად მომხმარებელი იუსტიციის სახლების ფილიალების მეშვეობით უკვე იღებს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების სერვისებს, სრული სამეკის სრული სპექტრით სარგებლობა კი მოქალაქეებს უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.