26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ქართველ მაშველთა ახალი, 85 კაციანი ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ჩაერთვება

ქართველ მაშველთა ახალი, 85 კაციანი ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ჩაერთვება. როტაციის მიზნით მეხანძრე-მაშველები თურქეთში გუშინ გაემგზავრნენ.

ისინი ქალაქში მყოფ ას კაციან ქართველ მაშველებს ჩაანაცვლებენ, რომელებიც სტიქიის ზონაში საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დამანგრეველი მიწისძვრიდან მეორე დღესვე ჩავიდნენ.

ახალი ჯგუფი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა და ბათუმის მერმა გააცილეს. სამაშველო ჯგუფის დახმარების გარდა, საქართველო მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებასაც უწევს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. 


დღის ამბები