26 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
41 ათასზე მეტი დაღუპული თურქეთსა და სირიაში - 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი კვლავ იზრდება

41 ათასზე მეტი დაღუპული თურქეთსა და სირიაში - 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი კვლავ იზრდება. ყოველდღიურად იკლებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ცოცხალი ადამიანების რაოდენობა.

ბოლო 24 საათში მაშველებმა მხოლოდ 9 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის იყო ქალაქ ჰატაიში ერთი ქალი და 77 წლის მამაკაცი ადიამანის პროვინციაში. მათ ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი დაჰყვეს. მძიმე მდგომარეობაში არიან ზამთრის სიცივეში, ღია ცის ქვეშ დარჩენილები.

გაეროში ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი სწორედ ამ ადამიანების დახმარებაზე კეთდება. დამანგრეველმა მიწისძვრამ საერთო ჯამში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

დღის ამბები