26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"პუტინი მიიჩნევდა, რომ კიევი იოლად დაეცემოდა და მსოფლიო გვერდზე გადგებოდა, მაგრამ კრემლი შეცდა ყველა თვალსაზრისით" - ლოიდ ოსტინი

50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს იხილავენ. რამშტაინის კოალიციის შეხვედრა ბრიუსელში უკვე დასრულებულია, თუმცა ამ წუთებში, ევროკავშირის დედაქალაქში თავდაცვის მინისტრები ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე არიან შეკრებილნი. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხელმძღვანელებს რამდენიმე საკითხი ექნებათ განსახილველი. პირველ რიგში, ეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას მხარს დაიჭერენ იქამდე, სანამ ეს ქვეყანას დასჭირდება.  

"პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა. მან ვერ შეაფასა უკრაინის ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების ძლიერი მხარეები და სიმამაცე. მან ვერ შეაფასა ნატოსა და პარტნიორების ერთიანობა. ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, რათა დაეხმარონ მას თავდაცვაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენი ხანი, რამდენიც ეს დასჭირდება. დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას, რომელიც არსებითია უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს გამარჯვებისა და საერთაშორისო სიახლეებზე დაფუძნებული წესრიგის შესანარჩუნებლად.“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა დიდი გამბედაობა რუსული სისასტიკის წინაშე და ქვეყნები წესებისა და უფლებების წესრიგის დასაცავად გაერთიანდნენ. 

"ერთი წლის წინ პუტინმა ჩათვალა, რომ უკრაინა ადვილი სამიზნე იყო. პუტინი მიიჩნევდა, რომ კიევი იოლად დაეცემოდა და მსოფლიო გვერდზე გადგებოდა, მაგრამ კრემლი შეცდა ყველა თვალსაზრისით. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა დიდი გამბედაობა რუსული სისასტიკის წინაშე და კეთილი ნების მქონე ქვეყნები გაერთიანდნენ წესებისა და უფლებების წესრიგის დასაცავად. ჩვენ ერთად ვიღწვით იმ სამყაროსთვის, სადაც დავები გვარდება მშვიდობიანად, სადაც პატივს სცემენ სუვერენიტეტს, საზღვრებს და სადაც დაცულია მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ამ საკონტაქტო ჯგუფის ღირებულებები,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეკრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველომ.

"ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეკრებაში, რომელიც გაიმართა ქალაქ ბრიუსელში. რა თქმა უნდა, მოვისმინეთ იმ სიტუაციის შესახებ, რაც არის კონკრეტულად მიმდინარე პერიოდში უკრაინაში, ასევე პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ის გადასადგამი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში,“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

დღის ამბები